სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად დოკუმენტაციის წარდგენის ვადაა 30 აგვისტო - 6 სექტემბერი;
დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად. (მისამართი გააქტიურდება 30 აგვისტოს)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალაგზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის ბრძანების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები, უნივერსიტეტის მიერ მომზადებული გამოცდა „ინკლუზიური საზოგადოება და ინკლუზიური განათლება“, ჩატარდება 16 სექტემბერს, 14 საათზე (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა).
საგამოცდო საკითხები და შესაბამისი ლიტერატურა იხილეთ დანართში.
აპლიკანტების მიერ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდასა და საუნივერსიტეტო გამოცდაზე დაგროვებული ქულების მიხედვით, შედგება რანჟირებული სია: ჯამური 100 ქულიდან, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ქულას მიენიჭება წონა - 80 ქულა, ხოლო თსუ-ს გამოცდას - 20 ქულა. პროგრამაზე ჩაირიცხება რანჟირებული სიის სათავეში მყოფი პირველი 30 აპლიკანტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს საგანმაანთლებო დაწესებულებებში მუშაობის-სწავლების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.